ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები საგანგებო ბრიფინგს მართავენ და ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ.

იტვირთბა....