ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
„ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს, რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც მას მიესაჯა 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის კანონმდებლობის, 322-ე მუხლის მიხედვით. ეს არის საზღვრის უკანონოდ კვეთა. იმ დღესვე ჩავატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველი აქცია. მე-8 დღეს, შაბათს, სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა. ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე.
ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დამოუკიდებლად მაქსიმალურად გავაქტიურდით,”- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
გაფრინდაშვილის ოჯახი ითხოვს ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი.
“ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული.