ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხები” – ქებურია

დეპუტატების გადაადგილება ჯერჯერობით დასჯადი არ არის – ასე ეხმაურება პარლამენტში მომხდარ ინცინდენტს ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული ლელა ქებურია ტვ პირველის ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვა, დაასსხა თუ არა მან საკანოინმდებლო ორგანოში ხნარი, დეპუტატმა უპასუხა, რომ ვალდებული არ არის ამ კითხვას პასუხი გასცეს.

“არ ვარ ვალდებული ამ კითხვას პასუხი გავცე, რადგან ამ ბრალდებაზე თავის მართლება არ არის ჩემი ვალდებულება. ის ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს ის არის ვალედბული დაამტკიცოს ეს და წარმოადგონოს შესაბამისი მტკიცებულებიბი. როგორც ვიცი წარმოდგენილი მტკიცებულებები არის კადრება, სადაც მე გადავაადგილდები პარლამენტში და აბსოლუტურად არ უარვყოფდი რომ პარლამენტში ვიყავი. დიახ, ვიყავი პარალემნტში და დეპუტატების გადაადგილება ჯერჯერობით დასჯადი არ არის. აბსულუუტრად არ ვარ ვალდებული რომ თავი ვიმართლო. შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენს შემთხვევაში მზად ვარ გამოძიებას გავცე პასუხები” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლელა ქებურიამ.

შეგახსენებთ, რომ ინცინდენტში ლელა ქებურიას შესაძლო მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანავე “მეტრონომი” დეპუტატს დაუკავშირდა. ქებურია მტკიცედ უარყოფდა წამოყენებულ   ბრალდებას და აცხადებდა რომ ის შვილის გამოსაყვანად იყო სკოლაში.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.

სხდომაზე შეუძლო გახდა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ორგანიზაცია სირცხვიალიამ” აიღო, თუმცა მანამდე უმრავლესობის წარმომადგენლები ინცინდენტში ირმა ინაშვილსა და ლელა ქებურიას ადანაშაულებდნენ. “მეტრონომი” ქებურიას კომენტარს გთავაზობთ. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო

იტვირთბა....