მთავარი ციტატა

“ეს თავისი შინაარსით არის ტერორისტული აქტი” – გაჩეჩილაძე

“რაღაცა დაასხეს, აი ის ორი გოგო შემოვიდა, მეორე ნაციონალები რო არიან. დაადგენენ ეხლა ყველაფერს. ეს თავისი შინაარსით არის ტერორისტული აქტი. რა დაასხეს მე არ ვიცი, არ დამინიხია, რომ გავიდნენ მერე საშინელი სუნი დადგა. შხამია თუ რა არის არ ვიცი, ფაქტია, რომ მძაფრი სუნია და შეისწავლიან ქიმიურ შემადგენლობას, აიღებენ ანალიზს და ძაან დიდი ეჭვია, რომ ეს არის ტერორისტული აქტი”

გია გაჩეჩილაძე – ქართული ოცნების დეპუტატი

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.

სხდომაზე შეუძლო გახდა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა “ორგანიზაცია სირცხვიალიამ” აიღო, თუმცა მანამდე უმრავლესობის წარმომადგენლები ინცინდენტში ირმა ინაშვილსა და ლელა ქებურიას ადანაშაულებდნენ. “მეტრონომი” ქებურიას კომენტარს გთავაზობთ.

იტვირთბა....