“ოპოზიციამ რაღაც მოასხურა და გაუსაძლისი სუნი დადგა დარბაზშიო, – ირაკლი კობახიძემ.
და მაგას ეგ სუნი ოპოზიციის შესხურებული ხსნარების ბრალი გონია? არა და, მთელმა ქვეყანამ ვიცით, რა სუნიც დგას მაგ დარბაზში და ვინც ყარს
გაირკვა: ქართულმა ოცნებამ ჩ*****”
ნიკა გვარამია – ტელეკომოანია “მთავარის გენერალური დირექტორი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს, მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ასევე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. როგორც “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რამაც სხდომის გაგრძელება, მძაფრი სუნის გამო, შეუძლებელი გახადა.
სხდომაზე შეუძლო გახდა უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ორგანიზაცია სირცხვიალიამ” აიღო, თუმცა მანამდე უმრავლესობის წარმომადგენლები ინცინდენტში ირმა ინაშვილსა და ლელა ქებურიას ადანაშაულებდნენ. “მეტრონომი” ქებურიას კომენტარს გთავაზობთ.