„ამას ალტერნატივა არ აქვს. ეს საკითხი ძალიან მარტივია. არის განაჩენი დამდგარი და საბოლოო ძალაშია შესული. შესაბამისად, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არის გათვალისწინებული კონსტიტუციით და რეგლამენტით. ბუნებრივია, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ამისთვის მხარის არ დაჭერა იქნება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. გუნდში წინასწარი კონსულტაციები გვექნება”
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაუჭირა.