ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც კომიტეტმა შეისწავლა და დადასტურდა, რომ არის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული. მისივე თქმით, საკითხს კომიტეტი ფორმალურად განიხილავს და შინაარსში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

იტვირთბა....