“არ მიმაჩნია, რომ ალექსანდრე ერქვანიას წასვლა კრიზისია, როგორც თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ. მეორე მხრივ, ყველა ადამიანს გადაწყვეტილების მიღების სრული შესაძლებლობა აქვს. მთავარი ის კომენტარია რაც მან თქვა. ბრალდებები უმრავლესობის მიმართ, რომ თითქოს ეკლესიასთან გარკვეული დაპირისპირება არსებობს, არათუ უსაფუძვლო, არამედ ვფიქრობ, პოლიტიკურად ანგაჟირებულიც არის. მისგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი”
გიორგი ვოლსკი – პირველი ვიცე სპიკერი
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ერქვანიამ დღეს “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა.