უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, პუტინი დეტალურად განიხილავს ყველა საკითხს და მათ უწევდათ ყველა სიტყვის რეგულირება, მაგრამ რადგან საუბარი შედგა კონფლიქტი გაყინული არ არის – განაცხადა ზელენსკიმ.
„ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც რაღაცაზე შევთანხმდით ზოგიერთ საკითხში. ის დეტალურად განიხილავს ყველა საკითხს და ჩვენ გვიწევს ყველა სიტყვის რეგულირება. ესეც რთულია. მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, ჰოპ, ჰოპ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ არა. სხვაგვარად მოხდა.
ბევრი საკითხი წამოიჭრა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ პირველი შეხვედრისთვის ძალიან კარგი რეზულტატი გვქონდა. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ეს ცოტაა. მეტად მინდოდა პრობლემის გადაჭრა. მთავარია, რომ ვისაუბრეთ, რადგან თუ ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ რომ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარიზში გამართულ “ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში ერთმანეთს შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრას საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად უმასპინძლა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ვერ მოიძებნა ჯადოსნური გამოსავალი, თუმცა გარკვეული პროგრესი მიღწეულია.