ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რაზე შეთახმდნენ ზელენსკი და პუტინი პარიზულ შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარიზში გამართულ “ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში ერთმანეთს შეხვდნენ. აღნიშნულ შეხვედრას საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად უმასპინძლა და შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ვერ მოიძებნა ჯადოსნური გამოსავალი, თუმცა გარკვეული პროგრესი მიღწეულია.

მოლაპარაკებები მიმდინარეობდა აღმოსავლეთ უკრაინაში 2019 წლის ბოლომდე “სრულ და ყოვლისმომცველ” ცეცხლის შეწყვეტაზე, რაზეც შეთანხმებას მიაღწიეს.- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ასევე  მიმდინარე წლის ბოლომდე მხარეებმა უნდა გაცვალონ „კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული პირები“  და 2020 წლის მარტის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონი სამხედრო ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს, თუმცა არ არის განხიხული კონკრეტულად რომელი სამი რეგიონი იგულისხმება.

შეხვედრაზე პრეზიდენტებმა შქმნეს ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც აღნიშნულია მოქმედების სამომავლო გეგმები, კერძოდ უნდა მოხდეს “მინსკის შეთანხმების” პოლიტიკური რეალიზაცია, რაც იმას ნიშანავს რომ უნდა შენარჩუნდეს დონბასის სტატუსი.

უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხი ტარიფებთან დაკავსირებული მოლაპარაკებების შემდეგ “განიბლოკა” და აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევაც მოხდა – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარების გაყვანას და იქ არჩევნების ჩატარების საკითხს – ისინი ვერ შეთანხმდნენ.

მოლაპარაკებები კონფლიქტის დეესკალაციისკენ გადადგმული ” მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და უკრაინას კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებისა და დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიწებისკენ მოუწოდა.

უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ.

პრეზიდენტები შეთანხმდენენ ახალ შეხვედრაზე, იმავე ფორმატში რომელიც სავარაუდოდ ოთხი თვის შემდეგ გაიმართება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პარიზში გუშინ შეხვდნენ.

იტვირთბა....