ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბერთან ერთად დაკავებული პირი დუმილს არღვევს – რას ყვება ადვოკატი

ბერი, რომელიც ზუგდიდში დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა – შენახვის ბრალდებით დაკავეს, ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულის უფლებადამცველის ჯიტა გულუას განაცხადებით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, რომან მალანიამ დუმილი დაარღვია და თქვა, რომ ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკები იყო, ბერს ეკუთვნოდა და ის მხოლოდ მის გადატანაში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, დაკავებულების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა და ბერი დანაშაულს აღიარებს.

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. 

როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

იტვირთბა....