ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაკავებულმა ბერმა დანაშაული დაიბრალა” – ადვოკატს სასულიერო პირის ბრალეულობაში ეჭვი ეპარება

ზუგდიდში სასულიერო პირის, მამა გიორგი ქავთარაძის საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ტელეკომპანია “მთავარის’ ინფორმაციით სულ ნაპოვნია ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი.

სპეცოპერაცია ზუგდიდში გვიან ღამით ჩატარდა, თუმცა სანამ სასულიერო პირს დააკავებდნენ, მანამდე სამართალდამცავებმა დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომლის მანქნაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს. მანქნაას მართავდა რომან მალანია. “მთავარის ინფორმაციით” ამ მანქნააში იმყოფებოდა სასულიერო პირიც, რომელიც სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს და მის ჩანთაში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალებები.

ამ კონკრეტული სპეცოპერციის დროს დააკავეს მხოლოდ რომან მალანია, და არა სასულიერო პირი. ოდნავ მოგვიანებით სამართალდამცავები გავიდნენ მამა გიორგიზე, გაჩხრიკეს მისი სახლი და შემდეგ დააკავეს შეძენა-შენახვის ბრალდებით.

აღმოჩენილია 47 აბი ნარკოტიკული ნივთიერება.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, წარსულში, მამა გიორგი ქავთარაძის მამაც, ანალოგიურ საქმეზე, ნარკოტიკების შეძენა შენახვაზე იყო დაკავებული.

ამ საქმეზე კომენტარი გააკეთა დაკავებული სასულიერო პირის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ.

„ნარკოტიკული საშუალება, მამაოს აღიარებით, ეკუთვნის მას. ამ მამაოს აქვს საოცარი წარსული. ის 32 წლისაა და 14 წელია უკვე ბერია. ეს არის დადებითი წარსულის მქონე ბერი და ის, თითქოს, ამ ადამიანმა ჩაიდინა მსგავსი რამ, გაურკვევლობას იწვევს. ბევრი რამ არის დასადგენი. არ ვიცი რისთვის სჭირდებოდა მას ეს ნარკოტიკული საშუალება. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე. ის 2 ნოემბერს დააკავეს და ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება მისია“, – განაცხადა ჯიტა გულუამ.

მისი ინფორმაციით, ორივე პირი დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდა. ადვოკატი ეჭვობს, რომ სასულიერ პირმა დანაშაული თავად დაიბრალა.

„დაკავების მომენტში ერთად იმყოფებოდნენ. მამაოს ბუნებიდან გამომდინარე, რამე სიცოდვილის ფაქტორი ხომ არ იყო მამაოს აღიარება?! ორივე აღიარებს, რომ არა ჩემია არა ჩემიაო. მამაო ამბობს, რომ მე ვიპოვე სადღაცო, ამბობს ადგილს. რომან მალანია დააკავეს 2 ნოემბერს, მამაო კი გუშინ გამოცხადდა თვითონ. ის რამდენიმე თვეა ზუგდიდშია ჩამოსული, დაახლოებით 8 თვეა. დაკავებულები თანაქალაქელები და თანატოლები არიან. დაკავების მომენტში ეს ჩანთა ეკავა ამ პიროვნებას და ამ ჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად, იქნა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ოდენობა 14.5. ექსპერტიზის დასკვნით. ვის ეკუთვნის არ არის დადგენილი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს,“ – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიორგი ქავთარაძე დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

 

 

 

 

 

იტვირთბა....