ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ამჯერად შუახევის მერიასთნ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად ამჯერად შუახევის მერიასთნ დაუპირისპირდნენ.

მერიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებიც მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, სადაც ეწერა „მონა“, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს.

აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

ამ დროისთვის, შუახევის მერიისთან სიმშვიდეა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დაპირისპირება ხულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მოხდა.

იტვირთბა....