ხულოში, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარული ბიუროს ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა დეპუტატთან შეხვედრა მოითხოვეს.
მათ ადგილზე “ქართული ოცნების” აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.