“დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტელექტუალური ფიგურა ძალიან იშვიათად მოიძებნება საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ის სწორედაც რომ ამაყი ნაციონალი იყო. ცუდია რომ მისი ძმა ჟორიკა რომელიც სწორედ ნიკას გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა ახლა ჩადებული იარაღის გამო ივანიშვილის ტყვეა. ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება მისი გულის ცემის შეწყვეტამდე ჩემთან იყო გამოგზავნილი და ის ასე ჟღერდა “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”. მინდა გავიმეორო “შევაკვდებით და ამათ ქვეყანას არ დავუთმობთ”
მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მესამე პრეზიდენტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.