“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა 2018 წლის 4 დეკემებრს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
„მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.
პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცერემონიას მისი, ნათესავები, მეგობრები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.
“მეტრონომი” უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.