სამარცხვინოა და ცინიკური, როცა ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, თინა ბოკუჩავას უარს ეუბნებიან მისი ძმის, გიორგი რურუას მონახულებაზე – ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ არ გვიშვებს ჩვენი ფრაქციის დეპუტატებს ციხეებში პოლიტპატიმრების მოსანახულებლად. როგორც ჩანს, ამასაც ივანიშვილის ნებართვა სჭირდება. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მოვალეობა და ნუ არღვევს პარლამენტის წევრის კონსტიტუციურ უფლებებს. მაგიდაზე უდევს ჩემი
განცხადება დღეისათვის ირაკლი ოქრუაშვილთან შესვლის შესახებ და კეთილი ინებოს, მოაწეროს ხელი.
სამარცხვინოა და ცინიკური, როცა ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, თინა ბოკუჩავას უარს ეუბნებიან მისი ძმის, გიორგი რურუას მონახულებაზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის დაპატიმრებული, რომ ერთი აქტიური ადამიანი გამოაკლდეს საპროტესტო აქციებს. ვერ აცნობიერებენ, რომ პროტესტი სახალხო ფორმას იძენს და ცალკეული პიროვნებების განეიტრალება ამას ვერ შეუშლის ხელს” – წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოცილურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიკა რურუას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.