მცხეთაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოეხმაურა. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა საქმე უკვე აღძრულია და თუ დასაკავებელი იქნება ვინმე დააკავებენ.
შს მინისტრის თქმით, პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა.
„მე ვიტყოდი, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, მოვუწოდეთ ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ მცხეთაში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს ფიზიკურად მოძრაობა „გაბედეს“ წევრები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.