aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქცია დასრულდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქცია, რომლის დროსაც ერთმანეთს მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია.

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ამ დროისთვის დაკავებულებზე კი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს როგორც “სირცხვილიასა” და “შეცვალეს”, ასევე “ქართული ოცნების” ახალგაზრული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისის შენობის კედელზე „სირცხვილიასა“ და „შეცვალეს“ წევრებმა  გააკრეს სტიკერები, ასევე გააკეთეს წარწერები. პარტიის ოფისის წინ მათ დაწერეს „მონებო“, „ქურდული ოცნება“ და დაპირისპირება ამის შემდეგ დაიწყო.

 

იტვირთბა....