„ჩემთვის ვიდექი და საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი, ანუ მაინც უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია. ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს მაგონებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის აგონია. მე ვიდექი ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, რა დროსაც დამიჭირეს. ავლაბარში მიმიყვანეს. განგარიდესო, ასე მითხრეს. განრიდება ვითომ მათ ჰგონიათ, რომ კანონიერია, ესეც უკანონოა. არაფერი არ ხდებოდა საერთოდ იმ მომენტში”
გიორგი კანდელაკი – “ევროპული საქართველოს” წევრი
გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.