როგორ ცნობილი გახდა ევროპული საქართველოს ლიდერი, სამართალდამცავებმა აქციის ტერიტორიიდან განარიდეს რის შემდეგადაც ის უკან ტაქსით დაბრუნდა.
“ასეთ საქციელს ველოდი. უცებ მეტაკნენ და წამიყვანეს. გზაში რა განმარტებაც გააკეთეს იყო ის, რომ ვინაიდან ბრძანდებით ერთ-ერთი ოპოზიციის ლიდერიო თქვენ სიტყვას შეიძლება ესკალაცია მოყოლოდა და განგარიდეთო. ჩემს სიტყვას რომ ესკალაცია მოყვებოდეს ამას მივიღებ ისე როგორც კომპლიმენტს. შევუერთდები მანიფესტაცია, უბრალოდ გამოვიცლი, რადგან ტანსაცმელი მოხეული მაქვს. რა მნიშვნელობა აქვს ვის დაიჭერენ? თუ ეს ყველაფერი საზოგადოებამ გადაყლაპა, ჩვენ აღარ ვიქნებით საზოგადოება. ივანიშვილი იმუქრება, იმუქრება და თავგანწირვა ცუდი სიტყვა გონია.” – განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.