ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პოლიცია იმდენი ხანი იქნება ადგილზე,რამდენიც დასჭირდება პარლამენტის მშვიდ ვითარებაში ფუნქციონირებას” – სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიც დასჭირდება იმას, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება განაგრძოს მშვიდ ვითარებაში, იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული პოლიცია.

მისივე თქმით, პირები, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, პოლიციამ განარიდა.

„რაც შეეხება ჟურნალსიტებსა და პარლამენტის წევრებს, მათ ქვთ უფლება გადაადგილდნენ და შევიდნენ. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოითხოვდა აქციის მონაწილეებისგან, რომ არ მოეხდინათ პარლამენტის შესასვლელების ბლიკირება. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს ძალადობით პოლიციის კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში ძალადობდნენ პოლიციელებზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რათა შეხება არ ჰქონდეთ ამ ადამიანებს და არ მიაყენონ პოლიციელს შეურაცხყოფა და არ იძალადონ მათზე,“ – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

იტვირთბა....