ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რასაც პოლიციის შეფი უარყოფს, ქალაქის მერი ადასტურებს – გამოიყენეს თუ არა წყლის ჭავლი აქციაზე

25 ნოემბრის აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის ჭავლი არ გამოუყენებია – აცხადებს საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.

“გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გაკრვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის.” – აცხადებს სირაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიესშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ კახა კალაძემ ინფორმაცია წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ დაადასტურა.

იტვირთბა....