aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემთხვევით, წუხელ ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ხომ არ ჩამოფრინდით?” – კანდელაკი თალაკვაძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარს ეხმაურება.

როგორც თალკვაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია “მთავარმა და “ფორმულამ” მასზე დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე იმყოფებოდა.

“ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებთ არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მინდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ”, – წერს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ  ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად იტალიაში კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თითქმის 40 კაციანი შემადგენელობა კომოს ტბაზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

იტვირთბა....