საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კატეგორიულად უარყოფს ტელეკომპანია “მთავარიასა და “ფორმულას” სიუჟეტს, თითქოს ის იტალიაში, კომოს ტბაზე, ძვირადღირებულ ვილაში ისვენებდა.
მისი განმცხადებით ის დილიდან პარლამენტში იმყოფება.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სიუჟეტები ეთერში გავიდა ისე, რომ ინფორმაცია გადამოწმებული არ ყოფილა.
„ფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ. მე მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ დეზინფორმაციაზე პასუხი გამეცა. თქვენი მტკიცებით, მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე დასასვენებლად, ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ სინამდვილეში ვარ პარლამენტში ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად იტალიაში კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. თითქმის 40 კაციანი შემადგენელობა კომოს ტბაზე ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდა.
.