ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნების” ცენტრალურ ოფისში ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდება

პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა პარტიის ოფისში მიმდინარეობს.

სავარუდოდ შეხვედრის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებია. როგორც კარლ ჰარცელმა განაცხადა, პროპორციული სისტემაზე გადასვლის კანონპრიოექტის ჩაგდებით შეშფოთებულები არიან.

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, საიდანაც დაბურული მანქანა გამოვიდა. სავარაუდოდ ეს ივანიშვილი იყო, რომელიც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე დასასწრებად მიდიოდა.

 

იტვირთბა....