“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ნაგვის ურნები მიიტანეს.
“ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ჩვენ გავისტუმრებთ პოლიტიკურ სანაგვზე”, – აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც რეზიდენციის “დაბოქლომებას” გეგმავენ.
მათ ადგილზე ასევე მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის პლაკატები, სახელწოდებით – “ივანიშვილი გადამგდებია, შემოულაწუნე”.
ადგილზე სამართლადამცველები არიან მობილიზებული.
მანამდე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის ღობეზე ბოქლომი დატოვეს.