“სამედიცინო პერსონალი აბსოლუტურად დაუცველია. ტელევიზორიდან ჩვენს მიმართ გინების გარდა არაფერი ისმის. დაახლოებით დღის ოთხ საათზე ორი მამაკაცი შემომივარდა კაბინეტში, ერთი მეჩხუბებოდა, მეორე აწყნარებდა. მითხრა კიდეც, ვიცი, ექიმების ამბავი დედას გიტირებთო. არ მგონია, რომ ნორმალური იყო, ან იდიოტი იყო და ან მთვრალი. გასვლისას დედა შემაგინა. ეს ვეღარ მოვითმინე, გავყევი და კორიდორში დავეტაკეთ ერთმანეთს. იმანაც მოიქნია, მე ხელი დავუჭირე. დიდი იყო ფიზიკურად, მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. შეურაცხყოფილი ვარ. მორალური ზარალი მომაყენეს”.
გიორგი მაღალაშვილი, ექიმი
შეგახსენებთ, ნეიოროქირურგი გიორგი მაღალაშვილს მისი პაციენტის ახლობლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.