ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ექიმებს ვერ იტანს, შემდეგ გავიგე მიზეზი” – ნაცემი ექიმის პირველი კომენტარი

ცნობილი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი, რომელიც პაციენტის ნათესავმა სცემა, პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც თავად აღნიშნავს, პაციენტს ოპერაციის შემდეგ ეძინა, როცა ახლობელმა მისი მდგომარეობა მოიკითხა. სწორედ აღნიშნულ დიალოგს მოჰყვა დაპირისპირება:

“ვუთხარი, ოპერაცია კარგად შესრულდა, თქვენს ნათესავებს უკვე ვესაუბრე და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. … სხვა კლინიკაში დაღუპულა მისი სხვა ახლობელი და ექიმებს ვერ იტანს, ეს ყოფილა მიზეზი, რაც შემდეგ გავიგე”. – ამბობს ექიმი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ცნობისთვის, აღნიშნულზე ინფორმაცია თავდაპირველად “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა.

იტვირთბა....