aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავისუფლება ვაჟა ექიმს – რუსეთი ოკუპანტია” – მიტროპოლიტი დიმიტრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპანტების მიერ დაკავებუი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების აქციას ბათუმისა და ლაზეთის მითროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) უერთდება და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.

რამდენიმე დღის წინ, რუსი ოკუპანტებმა ე.წ. საზღრის უკანონო გადაკეთის ბრალდებით ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს, რომელსაც ცხინვალის სასამართლომ 2თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტს, ქვეყნის მასშტაბით პროტესტი მოჰყვა. თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა “თეთრი ხალათების” აქცია. ექიმები, დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებისგან ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ასევე, ილია II ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს

შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

იტვირთბა....