ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპანტებმა, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაიტაცეს

ოკუპანტებმა, ცხინვალში 9 – 11 ნოემბერს, ცნობილი ქართველი ექიმი ტრამვატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე გაიტაცეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ადასტურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. ამ დროისთვის გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი. მას სისხლის სამართლის დანაშაული წაუყენეს და საზღვრის განზრახ, უკანონო კვეთას ედავებიან.

ცნობილი ტრავმატოლოგი გაფრინდაშვილი კლინიკა “მედიკლაბის” ექიმია.

გატაცებულებთან დაკავშირებით ინფორმაციას  ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

„დასახლებულ პუნქტებთან – ახმაძთან და ორჭოსანთან 9 და 11 ნოემბერს საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული: 1961 წელს დაბადებული, თბილისის მცხოვრები ზადიშვილი რამაზი, სოფელ გრემისხევის მცხოვრები 1977 წელს დაბადებული მიშელაშვილი დავითი, თბილისის მცხოვრები 1961 წელს დაბადებული ვაჟა გაფრინდაშვილი და 1956 წელს დაბადებული, სოფელ კოდისწყაროს მცხოვრები ზურაბ ტუხიაშვილი“, – განაცხადეს ცხინვალის КГБ-ში.

მათივე ცნობით, 13 ნოემბერს, სამი „დამრღვევის“ მიმართ ახალგორის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა ფულადი ჯარიმის სახით და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით. რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი). დე ფაქტო უწყების ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.

იტვირთბა....