ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს საავადმყოფოებთან „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა

საქართველოს მასშტაბით, საავადმყოფოებთან „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა. მიზეზი, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონდ დაპატიმრებული ექიმი – ვაჟა გაფრინდაშვილი გახლავთ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გამართულ აქციას სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები შეურთდნენ.

მედიკოსები ვაჟა გადრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ ოს კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართეს და დახმარება სთხოვეს.

„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებს. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში“, – განაცხადეს აქციაზე.

„თეთრი ხალათის“ აქციები გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში.

ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაერო-ს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაერო-ს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რამოდენიმე დღის წინ უკანონოდ, საზღვრის კვეთის ბრალდებით დაიჭირა და ე.წ. ცხინვალის ციხეში ორ თიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....