aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ გადაგვაგდეს” – დღეს, ქუთაისში სტუდენტები აქციას აანონსებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

”ჩვენ გადაგვაგდეს” – ამ ლოზუნგით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. ისინი თბილისში მიმდინარე აქციებს უერთდებიან და ამბობენ რომ აქციების ტალღა არ შეწყდება მანამ სანამ მითხოვნა არ შესრულდება.

”მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს დავდგეთ ერთად.”- განაცხადა გაგი ახალაძემ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეულ გეგეშიძე ოთარ ლორთქიფანიძის ფეისბუკ პოსტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ დარბევის მომენტში მიზანშეწონილად არ მიაჩნია ასეთი განცხადებები: ”ხუმრონის დრო არ არის, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი მოიგებს.”- განაცხადა მიხეილ გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო, გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს. პარლამენტის შენობის პიკეტირების შემდეგ, გუშინ, 18 ნოემბერს აქციის მინაწილეები სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დაშალეს.

ფოტო: მეგატვ

იტვირთბა....