ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 კლინიკიდან უკვე გაწერილია

აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 – სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, სულ დაკავებულია 37 პირი, მათ შორის დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი.

იტვირთბა....