პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, რომლის დაშლასაც სპეცდანიშნულების რაზმი ცდილობს, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამჟამინდელი მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი – მათ შორის არიან, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცათ, რომლის ამოწურვის შემდეგაც, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან აქციის დაშლას წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობს.