ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება.
როგორც მოძრაობის „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქცია დღეს, 12:00 საათზე იგეგმება.
“თეთრი ხალათების” აქცია ვაჟა გაფრინდაშვილისთვის! როდის? ორშაბათს, 18 ნოემბერს 12:00 საათზე. სად? ჩვენი სამუშაო ადგილების, სამედიცინო დაწესებულებების წინ (საფეხმავლო ნაწილზე) რისთვის? გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, – აღნიშნულია მოძრაობის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რამოდენიმე დღის წინ უკანონოდ, საზღვრის კვეთის ბრალდებით დაიჭირა და ე.წ. ცხინვალის ციხეში ორ თიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.