“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“გადავხედე ფბ კომენტარებს, არ და ვერ ვარ აქტიური ფბ ზე, მაგრამ თვალშისაცემია ერთი დავალებით მოქმედება : ამუშავდა ისევ ჩემს წინააღმდეგ ,, ტროლების და ბოტების,, სისტემა
დამუნათება, მორალისტობა…
ჩემი გატეხვა აწ უკვე ამდენი თავდასხმებისა , გამოცდისა და ცილისწამების გავლის შემდგომ შეუძლებელია და ნუ წვალობთ! ( ვისაც ეხება)
ვშლი მეგობრებიდან მათ ვისაც არ უნდა გაიგოს რომ ხალხთან ვდგავარ როგორც ყოველთვის და არა ნაცებთან!
ვინც ილანძღება და განსაკუთრებით მათ, რომლებიც მორალურ ტერორს აგრძელებენ – არ განსხვავდებიან მათგან ვინც ჩაიდინა ის ბოროტება.
მეგობრობა თუ გინდა ამდენი უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, რომ რაც ახლა ხდება არის ბრძოლა სამართლიანობისთვის და არა შეგუება წარსულთან .
ქართული ოცნება დაემსგავსა დღეს ( გამონაკლისი ყველგანაა) და გახდა ისეთი რაც იყო ნაც მოძრაობა! საკუთარი ხალხის აბუჩად ამგდები!
ვინც ამას ვერ ხედავთ თვალი გაახილეთ! ვისაც ფულს უხდიან იმაში რომ სხვები ლანძღონ ( ელისო კილაძის მაგვარი არსებები) მათი აზრი არ მაინტერესებს!
ვისაც ჯერა -მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას რომ არც ქართული ოცნება -ნაციონალებს დამსგავსებული და არც წინა ძალადობრივი რეჟიმი არ დაბრუნდეს! სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაც ამაზე გადის. არც პრინციპებს ვიცვლი და არც პირობებს!
ქუჩაში ყველას აქვს უფლება იდგეს როცა ხალხი დგას სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით.
ახლა ყველა ითხოვს არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში! პროპორციული სისტემით.
ამ მოთხოვნას შეუერთდა ყველა ოპოციური პარტია!
პოლიტიკოსიც უნდა იყოს იქ სადაც მთავარი პოლიტიკური პროცესია და ელაპარაკო ყველას, ვისაც დიალოგის უნარი აქვს ,რათა იპოვო ყველაზე უკეთესი გამოსავალი.
თუ დაიმალები ვინმემ შენი ფოტო არ გამოაქვეყნოს და ემანდ სადმე, ვინმე ფოტოზე არ გამოჩდეს – ასეთი შეშინებული პოლიტიკოსის მე არ მჯერა. განსაჯეთ არა მხოლოდ ფორმით, არამედ შინაარსით!
ქმედებით და გადაწყვეტილებებით!
,, ბოტები და ტროლები” – აი რა დარჩა იარაღად მმართველ პარტიას, რომლის შექმნაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული.
ბოტების და ტროლების შიში კი არა ტყვიების ზუზუნში ვიდექი წლები როცა ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის და თავი არ დამიხრია!
მათ კი ვინც გულწრფელად წუხს მარტივად გეტყვით- ,, არ ვსდევ ჟამთა ცვლას…” – წერს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.
საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
20-21 ივნისის აქციების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.
უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა.
პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.