ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

“კონსერვატორებმა” კონკრეტულად კი, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით.

იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, – განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხებათ ფრაქცია „კონსერვატორების“ სხვა დეპუტატებს, როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტში, კენჭისყრაზე, სადაც პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი ჩავარდა, როგორც ოპოზიციაში ასევე უმრავლესობაში პროტესტი გამოიწვია. უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა.

იტვირთბა....