ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მინდა მივმართო აქციის ორგანიზატორებს, ერთ-ერთი მოთხოვნა გავრილოვის ღამის პატიმრების, მათ შორის ოქრუაშვილის გათავისუფლება იყოს”

ცოტნე გამსახურდია საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს მიმართავს. მისი თქმით, ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა გავრილოვის ღამის პატიმრების, მათ შორის – პოლიციელების ჩვენებებზე დაჭერილი ირაკლი ოქრუაშვილის, უპირობო გათავისუფლება იყოს.

“მინდა ასე, საჯაროდ, მივმართო საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს და შეხვედრისასაც მექნება ამ საკითხზე საუბარი: ერთერთი ძირითადი მოთხოვნა გავრილოვის ღამის პატიმრების, მათ შორის – პოლიციელების ჩვენებებზე დაჭერილი ირაკლი ოქრუაშვილის, უპირობო გათავისუფლება იყოს!

ხელისუფლებას არავითარი მორალური უპირატესობა არა აქვს ამ თემაზე, მით უფრო, რომ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელები ყველა გირაოთი გამოუშვეს! ასევე, ამ ხალხის გათავისუფლება დიდი მორალური გამარჯვების და სოლიდარობის განცდის მომტანი იქნება, რაც ამორფულ ოპოზიციას ახლა ძალიან სჭირდება. თუ ვინმე ამის წინააღმდეგი იქნება, დასკვნებს უკვე შემდეგ გავაკეთებთ… რას იტყვით, მეგობრებო?” – წერს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ,  “ქართულმა ოცნებამ”  და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

 

იტვირთბა....