მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“მაჟორიტარების დიდი ნაწილი არიან კრიმინალები და ჩვენი ქვეყნის მტრები”

“ახლა მაინც ავუხსნათ ხალხს, რომ ხელისუფლების მაჟორიტარების დიდი ნაწილი არიან კრიმინალები, მათი თითოეული პულტზე ხელზე დაჭერა არის უკანონო ტენდერები, თქვენი მშიერი ჯიბიდან ამოღებული ფული, საქართველოს ბიუჯეტიდან ამოღებული მილიონების უკანონოდ მითვისება ანუ მაჟორიტარები თქვენს და ჩვენს ინტერესებს ყიდიან საკუთარი ბიზნესების გამდიდრებაზე და მერე იქიდან თქვენ გიყრიან მათხოვრულ კაპიკებს. მაჟორიტარები თქვენი და ჩვენი ქვეყნის მტრები არიან. დავასრულოთ მაჟორიტარული კეთროვანი წყლული საქართველოში!”

ხათუნა ლაგაზიძე, ანალიტიკოსი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. საბოლოოდ, პარლამენტმა კენჭისყრა ჩაატარა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩავარდა.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

მოგვიანებით, ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....