aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ამ ამბის შემდეგ ყველა უმწვავესი პროტესტი ლეგიტიმურია”

“ყველა უმწვავესი პროტესტი ამ ამბის შემდეგ ლეგიტიმურია, თუკი ივანიშვილი ამ ყველაფერს უკან არ წაიღებს და მოთხოვნები არ შესრულდება. ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის საჭიროა, ამ კაცის მმართველობას დავუსვათ წერტილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ტელეკომპანია “ფორმულა”

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლები დასრულდა.

რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

იტვირთბა....