ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიშა ჩამოდი! თუ დაჭერაა, მეც დამიჭირონ…” – თაკო ჩარკვიანი

ძალა ერთობაშია- კოალიციაში- ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!! მხოლოდ კოალიცია – მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა – ასე ეხმაურება პარლამენტის მიერ ჩავარდნილ კანონპროექტს, თაკო ჩარკვიანი.

“მიმართვა მიხეილ სააკაშვილს! პირველად ვწერ ასე, ვამბობდი, რომ არ ჩამოვიდეს, რადგან ეს გარეწარი ხელისუფლება დაიჭერს, ამ სამართლებრივ სისტემაში, სადაც პროკურორიც ივანიშვილია და მოსამართლეც, სადაც თურმე, როგორც “პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ლომიამ ღია ეთერში აღიარა, რომ “ციხის კადრები ჩვენ გავაკეთეთ, აბა ისე ივანიშვილი ვერ მოვიდოდაო”) დაიჭერს სააკაშვილს და მეტი არაფერი არ იქნება სააკაშვილის ჩამოსვლა თქო! ახლა მოგმართავთ მეგობარო! ჩამოდი! ერთად უნდა გამოვცვალოთ ეს ხელისუფლება, მზად ვარ თუ დაჭერააა (ჩემს სიცოცხლეში არაფერი დამიშავებია საქართველოს სიყვარულის გარდა, პარტიაშიც არ ვყოფილვარ არასდროს ) მეც დამიჭიროს, რადგან ამ “ფეოდალის” მიერ გადაბარებულ ქვეყანაში) სიცოცხლეც არ ღირს! კოალიცია გაკეთდეს და მემორანდუმი და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ მხოლოდ ქვეყნის წინსვლა და აღმშენებლობა დარჩება (რაც უდავოდ იყო)იმ 9 წლიანი მოღვაწეობიდან, და ის “ მოგონილ- გაზვიადებული შიშიც “გაქრება, რასაც ასე იყენებს ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, და “ იმ 9 წლით აშინებს”, გაერთიანებული ოპოზიციით შევაჩეროთ “ ქვეყნის განადგურება და უზურპაცია”, შევაჩეროთ უზურპატორი “ კანონით და სამართლით”- ძალა ერთობაშია- კოალიციაში- ქუჩაში! ქუჩაში! ქუჩაში! ჩქარა!!!!!!!!მხოლოდ კოალიცია- მემორანდუმით! ეს არის გზა გადარჩენისა! !!!!! გარისკე მეგობარო! გარისკეთ პრეზიდენტო!!” – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

იტვირთბა....