“მე არ მგონია რომ აქციები არის რამის მომცემი, ფაქტია, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ხელისუფგლებაში, გადააგდო საზოგადოება და დაარღვია პირობა.შესაბამისად ვერდიქტი უნდა გამოვიდეს არჩევნების გზით. აქციებით და კუნთებზე ყურებით არამგონი რამე შეიცვალოს და შედეგი გამოიღოს. ოპოზიციამ უნდა მოუგოს საპარლამენტო არჩვნები მთავრობას. თუ ამ მთავრობას ვერ უგებ არჩვნებში, მაშინ რაღა გინდა პოლიტიკაში”
გია ხუხაშვილი – პოლიტოლოგი
განაცხადა ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.
თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.
კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება.