მთავარი ციტატა

“დღეს უნდა დასრულდეს… ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ” – დიმიტრი ხუნდაძე

„დღეს უნდა დასრულდეს, ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ საკმაოდ ბევრნი ვართ. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქვეყანა არ შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში. ვერავინ დამარწმუნებს ვერც მე და ვერც ჩემს თანამოაზრეებს, რომ ჩვენ მივიღოთ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა შევიყვანოთ გრძელვადიან ქაოსში“

დიმიტრი ხუნდაძე, უმრავლესობის დეპუტატი

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, რომელთა შორის იყო დიმიტრი ხუნდაძეც, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს ხუნდაძე დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვს და მხარდამჭერების მოზიდვითაა დაკავებული იმისათვის, რომ თავისივე ადრინდელი ინიციატივა ჩააგდოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით ხუნდაძე და რამდენიმე მისი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე მისი ფავორიტი მებრძოლია.

იტვირთბა....