“ლამის 5 თვე გავიდა. უი, მაკომ ხმა ამოიღოვო და დაფაცურდნენ, მგონი მართლა დაზარალებულიაო, მგონი მართლა ამოთხარეს თვალიო, ვეღარ ხედავსო, ჩამოიღეს ჩემი საქმე თაროდან.
თადუმაძემ ორი დღის წინ თქვა, კანონია შესაცვლელი კონსტიტუციაშიო, შეცვალეს ორ დღეში, დაამტკიცეს კანონი, გამოიძიეს ჩემი საქმე და უი, მართალი ვყოფილვარ. რა მალე ყოფილა შესაძლებელი რაღაცების შეცვლა თუ სხვებს სურს. ჰოდა, მე რომ მაძლევთ ამ სტატუსს და გიორგი სულაშვილს(რომელსაც ჩემზე მეტად ჰქონდა სახე ტრამვირებული)არ აძლევთ, ეგ რა მაფიაა არ ვიცი, ტეხავს”
მაკო გომური
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ, 11 ნოემბერს ერთ-ერთი დაზარალებული მაკო გომური, დაზარალებულად სცნო.
20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, გომურთან ერთად, ათეულობით ადამიანი დაშავდა.