ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

5 თვის შემდეგ მაკო გომური დაზარალებულად ცნეს

პროკურატურამ, 5 თვის შემდეგ, გუშინ, 11 ნოემბერს  ერთ-ერთი დაზარალებული მაკო გომური, დაზარალებულად ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანსაც, თუმცა არა გიორგი სულაშვილს, რომელმაც, მაკო გომურის მსგავსად, თვალი დაკარგა.

“რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია”, — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის ღამეს სამართალდამცავებმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალეს, რამაც ათეული ადამიანის დაშავება გამოიწვია.

იტვირთბა....