მამა გიორგი სხილაძე, რომელმაც წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა, “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ე.წ. სემინარიის სკანდალში მონაწილე პირს, კახა კალაძეს ესაუბრა და ბოდიში მოუხადა.
სასულიერო პირის თქმით, კალაძეს, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა, უახლოეს დღეებში შეხვდება.
“მე კახა კალაძეს გუშინ დავურეკე, ვესაუბრე, მოვიკითხე ძმურად. კარგა ხანია მე მასთან არ მისაუბრია. გუშინ ვესაუბრე, ბოდიში მოვუხადე იმიტომ, რომ მან ისე აღიქვა ეს ყველაფერი, თითქოს მე მის გარეშე რაღაც დავგეგმე და მას არ ვაცნობე. ის გულნატკენი ჩანდა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა არის უაღრესად ამაღლებული, ძმაკაცური, როცა ერისკაცები ვიყავით. მეჯვარედ ავირჩიე ადამიანი, თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ადამიანს ირჩევს ადამიანი მეჯვარედ. მე მას ყოველთვის ვიცნობდი, როგორც ვაჟკაც ბიჭს და სიმართლის მთქმელს. მასზე იყო უდიდესი ზეწოლა პირდაპირ გეტყვით. ის წრეებიც ვიცი, ის პიროვნებებიც ვიცი. მათგან იყო მცდელობა – საპატრიარქოს ხალხზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, მათ ქვეშევრდომებზე. მე მაინც დავურეკე და ავუხსენი… ჩვენი შეხვედრა შედგება ამ დღეებში. ჩვენ დავსახავთ გარკვეულ გეგმას ასე ვთქვათ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე”, – განაცხადა მამა გიორგი სხილაძემ, რომელმაც დღეს “მეტრონომთან” საუბრისას ექსკლუზიური ინფორმაციაც გააჟღერა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტრიპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა. აღნიშნულის შემდეგ კი, პრესაში გაავრცელდა წერილი, რომელშიც სტუდენტი კახა კალაძე სვეტიცხოვლის რეზიდენციაში მომხდარ ფაქტზე საუბრობს.