ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექსკლუზივი: მღვდელი მეტსახელად “ჟოზეფინა” – მამა გიორგი სხილაძე “მეტრონომთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებს

საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე, საქართველოდან წასვლის შემდეგ, “მეტრონომთან” პირველ, სენსაციურ განცხადებას აკეთებს.

მამა გიორგი, მეუფე ზოსიმეს გარდა, “სოდომურ ცოდვაში”, საპატრიარქოს პროტოკოლის სამსახურის ყოფილ უფროსსაც ამხელს.

“როგორც ჩემმა ძალიან სანდო წყარომ მითხრა, მეუფე ზოსიმეს შემთხვევა ერთადერთი არ არის. საქართველოში ამბობენო, რომ სასულიერო პირები, რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება, სილამაზის სალონებს სტუმრობენ. ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომელსაც დიაკვნობაში ზედმეტსახელად “ქეთინოს” ეძახდნენ,  ახლა თავად სასულიერო პირები “ჟოზეფინათი” მოიხსენიებენ. ამ მღვდლის სახელს ვერ დაგისახელებთ. ერთადერთი ისაა, რომ ის უმაღლესი ხარისხის მღვდელმსახურია და ადრე საპატრიარქოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი იყო. ამ სასულიერო პირს თავად საპატრიარქოშიც “ჟოზეფინას” ეძახიან.

მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი ბანკეტის შესახებ, რომელიც საფრანგეთში, კერძოდ პარიზში, პლეიელის დარბაზში გაიმართა და ღონისძიებას თავად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ესწრებოდა.

საგანგებოდ გამართულ ბანკეტზე, ზემოთ აღნიშნული სასულიერო პირი, იგივე “ჟოზეფინა” მოვიდა, თანმხლებ ქალბატონთან ერთად, რომელიც განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩეოდა. ბანკეტზე მყოფმა მღვდლებმა, ერთმანეთში დაიწყეს ჩურჩული – ნახეთ “ჟოზეფინა” გამოსწორებულა, ქალებზე გადასულაო.

ამის შემდეგ  ჩემმა ახლობელმა, რომელსაც ესაუბრა ბანკეტზე მყოფი ერთ-ერთი ფრანგი, ასეთი რამ მიამბო. ფრანგმა იკითხა, ესაა თქვენი მღვდელიო? დადებითი პასუხის შემდეგ, თავი გადაიქნია და ასეთი რამ თქვა: – იცით ვინ უზის გვერდით? ფრანგი ტრანსექსუალი, რომელიც ქალად არის გადაკეთებულიო. ეს ამბავი მიამბეს როგორც საერიო, ისე სასულიერ პირებმა და ისინი მზად არან დადასტურონ ეს ინფორმაცია. მე მიწვეული ვიყავი ამ ღონისძიებაზე, მაგრამ არ წავედი. “ჟონეფინას” საქციელი ხომ ამაზრზენია, მაგრამ ამაზე მეტად საშინელი ისაა, რომ თავად ე.წ. მღვდლები ქილიკობდნენ ამ ამბავზე”, – განაცხადა მამა გიორგი სხილაძემ, “მეტრონომისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც ჩვენ უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტრიპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი, “სოდომურ ცოდვაში” ამხილა.

უფრო ადრე კი, სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.  მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

 

 

იტვირთბა....