aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

aviabiletebi
ავიაბილეთები

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – „კინო საქართველოდან“ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – „ისნის“ მეტროსადგურამდე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

იტვირთბა....