“პატრიარქს სხვა სულგრძელება აქვს, ჩვენ მისი მოთმინება კვირას ქადაგებისასას ვნახდეთ. ამ ადამიანებს, ვინც პატრიარქის წინააღმდეგ მიდის, არაფერი არ აინტერესებთ, ოღონდ თავიანთი მდგომარეობა შეინარჩუნონ. ვინც პეტრე ცაავას მხარს უჭერს არის ქვეყნის და ერის მტერი, ჩვენი შვილების მტერი , ჩემი ილიას მტერი. ამ ადამიანებმა ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იცხოვრონ. რაც მათ გააკეთეს არის საშინელება. მე ჟურნალისტებსაც მინდა მივმართო – არ გრცხვენიათ ? არ იყავით შერცხვენილები? ასე მარტივად, რომ ელაპარაკებიან ამდენ სიუჟეტებსა და ამდენ დროს, რომ უთმობენ ამ ადამიანს. ტელევიზიაში რომ მიხვიდე ერთწუთს არ გაჩუქებენ და დროს არ დაგითმობენ. მოდი მივალ “მთავარში” და ვთხოვ, ქრისტიანობის საქადაგოდ 1 საათი დამითმონ. აბა თუ დამითმობენ? “
მამა შალვა კეკელია
გადაცემა 360 გრადუსი
შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები განხორცირლდა საპატრიარქოში. მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს. როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან. მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.